19 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს

რუსთავის ციხეში ნიკა გვარამიას მისი ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი შეხვდა. მანამდე ნიკა გვარამია ჯერ დეპუტატმა თამარ კორძაიამ, შემდეგ კი ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, თორნიკე ბაქრაძემ მოინახულა. ციხიდან გამოსულმა დიტო საძაგლიშვილმა ნიკა გვარამიას წერილი წაიკითხა.

"მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. თავს ვგრძნობ კარგად და მხნედ. დიდი გულისყურით და კმაყოფილებით ვაკვირდები იმას, რომ ბოლო-ბოლო ყველას ჩამოეხსნა თვალებიდან ლიბრი და სრულიად გაქარწყლდა აქამდე არსებული ყველა მცირედი ილუზიაც კი, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ერთიმიზნის ირგვლივ გაერთიანება, რომ ყველაფერი საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის ბრალია, რაშიც თითქოს ყველანი თანაბრად ვართ ჩართული და ყველანი დამნაშავე ვართ. არა და არა მეგობრებო," - ნიკა გვარამიას აღნიშნული წერილი მისმა უფლებადამცველმა დიტო საძაგლიშვილმა გაასაჯაროვა. 

დღის ამბები