31 აგვისტო 2026,   00:39
ვრცლად
წელს,საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნება

წელს, საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა მოხდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ლაბორატორიის შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის თქმით, დაახლოებით 4 თვე გაგრძელდება, შემდეგ კი პერსონალის ტრეინინგი და მომზადება მოხდება.

დღის ამბები