20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსში, ტენიანობის პრობლემის მოსაგვარებლად, ახალი დროებითი გადახურვის პროცესი დაიწყო

გელათის სამონასტრო კომპლექსში, ტენიანობის პრობლემის მოსაგვარებლად, ახალი დროებითი გადახურვის პროცესი დაიწყო.

სპეციალისტებმა ხარვეზებით დაგებული კრამიტის სახურავის მოხდა დაიწყეს. სამუშაოებს ადგილზე კულტურის მინისტრის მოადგილე გაეცნო. კახა სიხარულიძის თქმით, 2008 წელს, რესტავრირების დროს დაშვებული შეცდომის მოგვარებას სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ცდილობს და უკვე არის შედეგიც.

პროცესს ზედამხედველობას იუნესკოს მაღალკვალიფიციური ექსპერტები გაუწევენ. იტალიელი სპეციალისტები სამუშაოებს უკვე შეუერთდნენ.

ექსპერტი უგო ტონიეტი ამბობს, რომ დაზიანების ხარისხი დიდია. როგორც ირკვევა, დღეისთვის ჰაერის აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან ხდება, რაც დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს აფერხებს და ამით საფრთხეს არა მხოლოდ სახურავს, არამედ კედლის მხატვრობასაც უქმნის .

ძეგლის გადასარჩენად, იტალიელ არქიტექტორ-კლიმატოლოგებთან ერთად ქართველი კოლეგებიც მუშაობენ. ხვალიდან ადგილზე იქნება იუნესკოს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი, კლიმატოლოგი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი. ისინი ტაძარში ტენიანობას და კედლის მხატვრობის მდგომარეობას მონიტორინგს გაუწევენ და რეკომენდაციებს გასცემენ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები ივნისში დასრულდება.

დღის ამბები