ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიწვია, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ. დღევანდელ სხდომაზე ბათუმის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებაც იგეგმება.
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის საკრებულოს სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განცხადება საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გააკეთეს. მათი განცხადებით საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თანამდებობები უნდა გადანაწილდეს ოპოზიცია კი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ რომ დაესწრებიან მხოლოდ იმ სხდომებს, რომელზეც ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხები იქნება დღის წესრიგში.
ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოში სულ ოთხი პარტიაა წარდგენილი, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოს სხდომებს ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ, რის გამოც კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა ვერ ტარდებოდა.