პარტია "ლელოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ, ბათუმის საკრებულოს მანდატი დატოვა. კუპრაძემ წერილობით უკვე მიმართა საკრებულოს აპარატს.
კუპრაძის განცხადებით მმართველ გუნდს ნაყიდი არჩევნებით აქვს საკრებულოს უმრავლესობა დაკომპლექტებული და ის ამ შემადგენლობაში კომფორტულად ვერ იგრძნობდა თავს.
"მე საკუთარ თავს ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში, მიმაჩნია, რომ ბევრად ეფექტური ვიქნები სწორედ ბათუმელებისთვის და არამხოლოდ ბათუმელებისთვის - სხვა ფლანგზე ბრძოლით, შესაბამისად ვაგრძელებ ბრძოლას, ვაგრძელებ შრომას, ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩემი გულშემატკივრისთვის თუ არაგულშემატკივრისთვის, იმ მხარდაჭერის ფარგლებში, რისი განხორციელებაც შეგვეძლო აქამდე და შეგვეძლება დღევანდელი დღიდან მუდმივ რეჟიმში," - განაცხადა კურპაძემ.