04 მაისი 2024,   18:29
ვრცლად
დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

დღეს თბილისში დაჭრილი 15 წლის ბიჭის მდგომარეობა, ექიმების განმარტებით, უკვე დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მე-9 კლასელ მოზარდს, სიცოცხლის გადასარჩენად საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, კონფლიქტი სკოლის მოსწავლეებს შორის დღეს ისანში, ერთ-ერთ ავტოფარეხში მოხდა. კონფლიქტში 74-ე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩხუბიც სკოლის მიმდებარედ მოხდა.

თვითმხილველი, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ამბობს, რომ ინციდენტში, რომელიც ავტოფარეხში მოხდა, 20-მდე პირი მონაწილეობდა.

დღის ამბები