არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, პოლიციის სამმართველოში, 74 - ე საშუალო სკოლის დირექტორისა და მოსწავლეების გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.
გამოკითხვიდან გამოსულებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. ჯერჯერობით უცნობია, ჰყავს თუ არა პოლიციას საქმეზე დაკავებულები.
გამოკითხვების პარალელურად, რამდენიმე მოსწავლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ერთ-ერთი მოსწავლის სახლიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით, არასრულწლოვანის ტანსაცმელი ამოიღეს. მოსწავლის უფლებადამცველი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობას სისხლიანი გარჩევის ეპიზოდებში უარყოფს.
შეგახსენებთ, სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი, გუშინ საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, ავტოფარეხში მოხდა. დაპირისპირებაში 20 - მდე არასრულწლოვანი მონაწილებდა, დაჭრილია ერთი მოზარდი. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.