ძმებ, გუგა და დათო კაკულიებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებენ. უფლებადამცველი კაკულიების კავშირს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებთან გამორიცხავს და განმარტავს, რომ მათთვის ასევე უცნობია, თუ რა იარაღის შეძენა-შენახვას ედავება გამოძიება.
"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ძმები თბილისში, ნაქირავებ ბინაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. გამოძიება მათ იარაღის უკანონო შენახვა-შეძენას ედავება, თუმცა საქმე შესაძლოა, ბევრად მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებს ეხებოდეს.
ძმები გუგა და დათო კაკულიები "კრიმინალური ავტორიტეტის, დათო "ტბილისკის" შვილები არიან, რომელიც მოსკოვში, 20 წლის წინ, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ერთ - ერთი ვერსიით, მომხდართან კავშირი ჰქონდა ნიკო კვარცხელიას მამას, ასევე ე.წ. კანონიერ ქურდს, გია კვარაცხელიას, ამიტომ ვერსია ძმები კაკულიების შურისძიებაზე და ვერაზე, 8 თვის წინ მომხდარ მკვლელობასთან კავშირზე, მაშინვე გაჩნდა. ასევე საუბარია არაყიშვილის ქუჩაზე, 3 დღის წინ მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებითაც.