ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე. შოთა მიშველიძემ, საქართველოს ნაკრებს სამივე სინჯის მედალი შესძინა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 135, 139 და 142 კილოგრამი დასძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ოქროს მედალთან ერთად, მიშველიძემ საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც გასულ ევროპის ჩემპიონატზე, გოგა ჩხეიძემ დააფიქსირა. აკვრაში მიშველიძემ 165 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი 307-ი კილოგრამი დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა.