მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ ისევ გადაიდება. საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე დღეს პროცედურულად გათვალისწინებულია ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცედურა ვერ შედგება. საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული.
ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისთვის გასამართლება სამართლებლივი და პოლიტიკური აბსურდია.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, მას არ მისცემს საშუალებას გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე. არადა სწორედ ამჟამად ვიმყოფებით მის მიერ ჩვენების განმარტების მიცემის ეტაპზე, ამიტომ დიდი ალბათობით პროცესი გადაიდება და გაგრძელდება მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს ექნება შესაძლობლობა მიიღონ მონაწილეობა მისივე სასამართლო პროცესებში. გასამართლება საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისთვის, საზღვრის კვეთისთვის, სამართლებლივი და პოლიტიკური აბსურდი." - აცხადებს ადვოკატი.