31 აგვისტო 2026,   05:04
ვრცლად
"ომი უკრაინის სცენარით უნდა განვითარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რისთვის იყო ამდენი სიკვდილი?" - მიხაილ პოდოლიაკი

"ინტერფაქს-უკრაინასთან" ინტერვიუში მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომი უკრაინის სცენარით უნდა განვითარდეს, "წინააღმდეგ შემთხვევაში რისთვის იყო ამდენი სიკვდილი?" - აცხადებს პოდოლიაკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ამბობს, "სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კარგად იცის, საით უნდა წავიდეს უკრაინა და ისინი კარგად აცნობიერებენ ყველა რისკს". პოდოლიაკის თქმით, მათ ასევე კარგად ესმით, რომ იარაღს ჯერჯერობით ნელა აწვდიან და არასათანადო მოცულობით, რაც ბიუროკრატიის გარდა, იმის ბრალიცაა, რომ ევროპული პოლიტიკური ელიტები ვერ ჩამოყალიბდნენ.

თუმცა, პოდოლიაკი აქვე აცხადებს, რომ დასავლეთში უკვე ესმით, რომ საჭიროა რუსეთის გაჩერება, რომ რუსეთმა უნდა წააგოს და ამაზე ჯოზეფ ბორელისა და ოლაფ შოლცის განცხადებები მეტყველებს.

"უკრაინელი სამხედროები ყველაფერს გაუძლებენ" - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი.

დღის ამბები