22 მაისი 2024,   02:57
ვრცლად
აშშ-ის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ინციდენტი ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტულსაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა.

მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია თავად ის პირიც, რომელმაც შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო.

ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი, ოკლაჰომას გუბერნატორმა მომხდარი შეაფასა, როგორც "ძალადობისა და სიძულვილის აქტი".


დღის ამბები