21 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
4 წლის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა - რას ითხოვს ოჯახი წლების შემდეგ

4 წლის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახმა გორის ცენტრალურ მოედანზე დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანი გამოძიებაა. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა მოკლეს, საქმეზე სასჯელს უდანაშაულო ადამიანი იხდის, ნამდვილი დამნაშავეები კი თავისუფლები არიან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 6 ივლისს 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ცხედარი გორი-მეჯვრისხევის მაგისტრალზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე იპოვეს. თორნიკე მერებაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დღის ამბები