17 მაისი 2024,   07:01
ვრცლად
დატბორილი სახლები, განადგურებული ნათესები და დანგრეული ინფრასტრუქტურა - საგურამოში, კახეთსა და შიდა ქართლში ზარალს ითვლიან

საგურამო სტიქიური უბედურების ზონაა. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ დასახლება და მიმდებარე სოფლები თითქმის მთლიანად დატბორა. მოვარდნილმა წყალმა და ღვარცოფმა  საგურამოს სათაო ნაგებობაც დააზიანა, რის გამოც თითქმის მთელი თბილისი წყლის გარეშე დარჩა.

მძიმე მდგომარეობაშია საავტომობილო გზები. დაზიანებულია სახლები, განადგურებულია ნათესები, დანგრეულია ბეტონის ღობეებიც კი.

არანაკლებ მძიმეა ვითარება კახეთსა და შიდა ქართლში, სადაც სეტყვა თითქმის 40 წუთი გრძელდებოდა.

სტიქიის ზონებში გზების ნაცვლად ახლა ქვაღორღია, მოსავალი კი განადგურებული. სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. წვიმამ იმსხვერპლა შინაური ფრინველებიც.

სამივე რეგიონში სალიკივდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. 

დღის ამბები