18 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გასროლა მოხდა

რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე გასროლა მოხდა. სროლის ხმის გაგებას მეზობლები ადასტურებენ, თუმცა მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ აქვთ.

შემთხვევის ადგილას პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზვრული და არის სისხლის კვალიც.

ინფორმაცია კონფლიქტის მიზეზზე, მონაწილე პირთა რაოდენობაზე და დაჭრილებზე ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მუშაობს პოლიცია და კრიმინალური სამსახურის ჯგუფი. 

"რუსთავი 2" ცდილობს დეტალების დაზუსტებას.

დღის ამბები