15 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
უკრაინის დამოუკიდებელი მუშაობა კანდიდატის სტატუსისთვის საქართველოსა და მოლდოვას გარეშე - რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში EURACTIV​ -ის სტატიას

გამოცემა EURACTIV​ -ის სტატიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რათა კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს, შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. 

ის, რომ ქვეყანამ საკუთარი ინტერესების ლობირება დამოუკიდებლად დაიწყოს, ბუნებრივად მიაჩნია "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს იაგო ხვიჩიას. მისი თქმით, საქართველო არასათანადოდ ეცადა, რომ იმავე თანრიგში ყოფილიყო, რაშიც უკრაინა:

"სამწუხაროდ გამორიცხული არაფერია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი არ გაგვიკეთებია იმისთვის, რომ იმ თანრიგში ვყოფილიყავით, რაშიც უკრაინელები, აწმყოში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ასე იყო.

მე არ ვიცი, ვინ რას ლობირებდა ზოგადად, მაგრამ მგონია, რომ სრულიად ბუნებრივია, ნებისმიერმა ქვეყანამ საკუთარ ინტერესებს ულობიროს, მაშინ როცა ხვდება, რომ მისი პარტნიორები სათანადო ფორმაში არ არიან და არც უნდათ, რომ იყვნენ," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა ყველანაირ რესურსს იყენებს ევროპელი პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ ქართული ოცნების ქმედებების გამო ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დაბრკოლება არ უნდა შეექმნას და საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

დღის ამბები