გამოცემა EURACTIV -ის სტატიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ტრიოს ფარგლებში ყველაზე მეტად დემოკრატიულობის კუთხით სტატუსს საქართველო იმსახურებს, თუმცა განმარტავენ, რომ ამის მიუხედავად, ევროკავშირმა სამივე ქვეყნის მიმართ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
"პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ვინმე იმსახურებს კანდიდატობას ევროკავშირში - არის საქართველო. ჩვენ კარგად გვესმის ის გეოსტრატეგიული მდგომარეობა, რომელიც ახლაა ევროპასა და მსოფლიოში, ვითვალისწინებთ ამას და მიგვაჩნია, რომ დღესდღეისობით კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს სამივე ქვეყანამ - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი.