15 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ევროპა თვლის, რომ საკითხი სამივე ქვეყანასთან მიმართებაში ერთად უნდა იყოს განხილული და სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ტრიოს პრინციპი - არჩილ თალაკვაძე

უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს. ამის შესახებ საუბარია გამოცემა EURACTIV სტატიაში, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

"ქართული ოცნების" წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თავად ევროპამ გააერთიანა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხი, რადგან ამ ქვეყნებს საერთო გამოწვევები აერთიანებს. რაც შეეხება საქართველოს, ის ობიექტურად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რადგან ქვეყნის პროგრესი თავად ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხრიდან იყო შეფასებული.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, უკრაინას და მოლდოვის. ვთვლით, რომ სამივე ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს იქნებოდა ჩვენი პასუხი ნებისმიერ ამ განცხადებაზე.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესით, რეფორმებით, რომლებიც ისევ და ისევ ევროკავშირის, ევროპის საბჭოს მიერ შეფასებული გახლდათ, როგორც დადებითი ცვლილებები და არსებითი პროგრესი, საქართველო ობიექტურად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

რასაკვირველია, არის ფაქტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, საერთო გამოწვევები - ესაა უსაფრთხოება, ტერიტორიების ოკუპაცია. სწორედ ამიტომ ევროპა თვლის, რომ ეს საკითხი სამივე ქვეყანასთან მიმართებაში ერთად უნდა იყოს განხილული და სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ტრიოს პრინციპი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები