"აშშ-ის მთავრობა არასაჯაროდ მოუწოდებს სოფლის მეურნეობისა და გადამზიდავ კომპანიებს იყიდონ და გადაიტანონ რუსული სასუქი" - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი მარაგების მკვეთრმა ვარდნამ განაპირობა, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია გლობალური საკვების ხარჯების მკვეთრი შემცირება.
"ეს მცდელობა არის რთული. მოლაპარაკებების ნაწილი მიმდინარეობს გაეროს მონაწილეობით, რათა გაზარდოს სასუქების, მარცვლეულის და სხვა ფერმერული პროდუქტების მიწოდება რუსეთიდან და უკრაინიდან, რაც შეფერხდა ვლადიმერ პუტინის სამხედრო შეჭრით მის მეზობელ ქვეყანაში", - წერს გავლენიანი გამოცემა