20 ივნისის აქცია ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია, ორგანიზაცია "სირცხვილიასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დაპირისპირებაა.
"სირცხვილია" თვლის, რომ აქცია აპოლიტიკური უნდა იყოს, ამიტომ მიტინგზე არ უნდა ჰქონდეთ გამოსვლები პოლიტიკოსებს. სწორედ ამის გამო, მათ დაგეგმილი აქციის მონოპილიზებას ედავებიან.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შეკრება სამოქალაქო საზოგადობის და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის ორგანიზებული აქციაა, რომელსაც სიმბოლური ხასიათი აქვს. შეკრებაზე პოლიტიკოსები სიტყვით არ გამოვლენ და არ მიმართავენ ხალხს.
"ძალიან ლოგიკური იყო, რომ თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს გაუჩნდათ სურვილი, მათი პარტიის წარმომადგენლები გამოჩენილიყვნენ სცენაზე, თუმცა ჩვენ, მათ ხელმძღვანელობასთან უკვე ვისაუბრეთ და შეთანხმებულები ვართ, რომ იქ არცერთი პოლიტიკოსი უბრალოდ არ გამოჩნდება მარტო იმიტომ, რომ მერე ვიღაცებმა ერთმანეთთან გარჩევები არ დაიწყონ. ძალიან მარტივია - ეს არის აქცია, სადაც გაცილებით მაღლა უნდა დავდგეთ, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პარტია.
გარკვეულმა ძალებმა იმუშავეს იმაზე, რომ პროვოკაცია მოეწყოთ და ეთქვათ, რომ პოლიტპატიმრების სკითხი არ იქნება განხილული. ბუნებრივია, ეს არის ერთ - ერთი მთავარი ხაზი, იმიტომ რომ რეზოლუციას ჩვენ, თავიდან ბოლომდე წავიკითხავთ და რეზოლუციაში, ბუნებრივია, არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნახსენებია ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი", - განაცხადა გიგა მაქარაშვილი.
20 ივნისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში.
"ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს უამრავი მხარდამჭერი, ბუნებრივია, ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები და ამას ღიად აფიქსირებენ, ისევე როგორც სირცხვილიას ჰყავს თავისი აქტივისტები და აქვს საკუთარი მოსაზრებები.
მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ის, რო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა 80% - ის სურვილია და ეთანხმება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გეზს და მომავალს და ყველამ, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე, მოთოკოს ნერვები და 20 ივნისს მოვიდეთ და ეს პოზიცია საჯაროდ დავაფიქსიროთ" ,- აცხადებს დავით კირკიტაძე.