"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რევაზ ჩომახიძე, "ყაზანის" წყალბურთელთა გუნდის, "სინთეზის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ჩომახიძემ გუნდის მწვრთნელის პოზიციაზე, მარატ ზაქიროვი შეცვალა.
48 წლის რევაზ ჩომახიძე რუსეთის ნაკრების ერთ - ერთი საუკეთესო წყალბურთელი და სპორტის დამსახურებული ოსტატია. რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, იგი სიდნეიში გამართულ 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალოსანი, ხოლო ათენის თამაშებზე, ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
რევაზ ჩომახიძე "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ახალ სახედ გასულ წელს წარადგინა. მის გადაწვეტილებას "ნაციონალურ მოძრაობაში" შეფასებები მოჰყვა.
"რევაზ ჩომახიძის ეს გადაწვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო დიდი სპორტსმენი, ნამდვილად მიუღებელია. დღეს რუსეთში ჩასვლა, იქ ნებისმიერი საქმიანობით დაკავება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.