უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლაფ შოლცი უკრაინელი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზეა პასუხისმგებელი.
არესტოვიჩის განცახდებით, უკრაინა რუსების დამარცხებას და ქვეყნიდან განდევნას შეძლებდა - საკმარისი იარაღი რომ ჰქონოდა. მისი თქმით, უკრაინას გერმანიისგან სჭირდება შორი მანძილის არტილერია, ზალპური ცეცხლის სისტემები, ტანკები, ჯავშანტრასპორტიორები და უპილოტო საფრენი აპარატები.