საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკრაინას იარაღით ვერ ეხმარება, ის გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაინც მიიწვიეს "რამშტაინის ფორმატზე", სადაც ძირითადი განსახილველი თემა არის უკრაინისთვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
"დავესწრები ე.წ რამშტაინის შეხვედრას, სადაც არის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი. საქართველო მიუხედავად იმისა, რომ იარაღით ვერ ეხმარება უკრაინას, ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მაინც მიიწვიეს აღნიშნულ ფორმატში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ფინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. ჩვენ საერთო საერთო გამოწვევები გვაქვს და ვისაუბრეთ მომავალ თანამშრომლობაზე. ვისაუბრეთ, თუ როგორ ხედავენ სხვადასხვა ქვეყნები რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ყველა ამოცანა იქნება გადაჭრილი", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.