ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
"ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან. თუმცა, როგორც კი ეს ომი დასრულდება უკრაინაში, მე დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერს შეაფასებს და მათ შორის, შეაფასებს და დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.