15 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"მათ კიდევ ერთხელ მიიღეს რწმუნება ევროკომისიისგან, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგანან​" - ევროკომისიის გადაწყვეტილებას სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ეხმაურებიან

ევროკომისიის რეკომენდაციებს ასოცირებული ტრიოს წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით,  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება და ევროკომისიის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. 

"ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების თაობაზე," - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტანია ფაიონი ტვიტერზე წერს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას. 

"ვულოცავ საქართველოსა და მოლდოვას - მათ კიდევ ერთხელ მიიღეს რწმუნება ევროკომისიისგან, რომ ისინი ევროკავშირისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგანან,"- წერს ტანია ფაიონი.

დღის ამბები