19 მაისი 2024,   07:54
ვრცლად
პოლიციამ "ახალ აღმაშენებელზე" მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმაშენებლის გამზირზე ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე ორი პირი დააკავა.

გამოძიების თანახმად, 11 ივნისს ე.წ."ახალ აღმაშენებელზე" მდებარე ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები