22 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
გელა აფრასიძემ "მონპელიე" ევროპის ერთ - ერთი ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ლიგის, TOP 14 - ის ფინალში გაიყვანა

TOP 14 - ის  სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, მეორე ნახევარფინალური მატჩის გამარჯვებულიც გაირკვა და ახლა გულშემატკივრები უკვე 24 ივნისს ელიან, როდესაც ფინალური დაპირისპირება შედგება.

ევროპის ერთ - ერთი ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ლიგის ფინალში, ერთმანეთს კასტრი და მონპელიე შეხვდებიან, მონპელიე ფინალში გელა აფრასიძემ გაიყვანა.

ქართველი მორაგბე ბორდოსთან ნახევარფინალურ მატჩში ცვლილებაზე შევიდა და ორი ჯარიმის გატანა მოახერხა, შედეგად მონპელიემ ნახევარფინალი 19:10 მოიგო.

დღის ამბები