გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის "მუხათის მარანი" ახლად გაშენებული ვენახი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის მცირე საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
კომპანიამ "მუხათის მარანი“, 2020 წელს, პროგრამით „დანერგე მომავალი“, 5 ჰექტარზე ვენახის გაშენებისათვის თანადაფინანსება 44,800 ლარი მიიღო. კომპანია, ღვინის მარნის მშენებლობისათვის, 1,5 მლნ ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 233,500 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 30%-იანი თანადაფინანსებით მიიღო.