18 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
"ბორჯომის" ქარხანასთან, თითქმის ორთვიანი აქცია დასრულდა

"ბორჯომის" ქარხანასთან, თითქმის ორთვიანი აქცია დასრულდა. დღეს გამართულ შეხვედრას ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შედეგი მოჰყვა. გაფიცულები ორმხრივ დათმობებსა და მიღწეულ შეთანხმებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ მხოლოდ 2 თანამშრომლის აღდგენაზე განაცხადა უარი ქარხნის ხელმძღვანელობამ, თუმცა ორივე მათგანი რჩება პროფკავშირის წარმომადგენლად და მათ ოფისი ქარხნის ტერიტორიაზე ექნებათ.

რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას, აპრილის თვეს ხვალ აანაზღაურებენ, ასევე, ეტაპობრივად შესრულდება დანარჩენი 10 პუნქტიც.

გაფიცული თანამშრომლების თქმით, სასამართლოდან სარჩელს მას შემდეგ გამოიხმობენ, როგორც კი დოკუმენტურად გაფორმდება მათი შეთანხმება.

დღის ამბები