თბილისის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა რეგიონებშიც - მოქალაქეები ზუგდიდის ცენტრში, ე.წ "სკეიტ პარკში" შეიკრიბნენ. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სტუდენტები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
გამომსვლელები საზოგადოებას სპეციალურად მოწყობილი სცენიდან მიმართავდნენ. შეკრებილების განცხადებით, აქციაზე გასვლით მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ საქართველოს სახლი ევროპაა.