15 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
რუსეთი გარანტიას ვერ გასცემს, რომ უკრაინაში დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანენ - დიმიტრი პესკოვი

რუსეთი გარანტიას ვერ გასცემს, რომ უკრაინაში დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა NBC - სთან ინტერვიუში განაცხადა. დიმიტრი პესკოვის პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, რომელმაც ბრიტანელი მოქალაქეების საქმე გაიხსენა და იკითხა - ემუქრებათ თუ არა იგივე ამერიკელებს.

როგორც პესკოვი ამბობს, ამერიკელები არალეგალურ საქმიანობაში იყვნენ შემჩნეული და რომ მათი საქმე დამოკიდებულია გამოძიებაზე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ-მა სასამართლომ, ბრიტანეთის 2 მოქალაქეს სიკვდილი მიუსაჯა.

დღის ამბები