24 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
ექიმებმა მარნეულში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს - როგორია სხვა დაშავებულების მდგომარეობა

მარნეულში მეხუთე სართულის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმე რჩება. ბავშვი გვიან ღამით მარნეულიდან თბილისში, "ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

შედარებით მსუბუქია 7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ის ამ დრომდე მარნეულის "ავერსის" კლინიკაში რჩება.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულია 2 ქალი. აქედან ერთი ორსული - ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. დაშავებული ბავშვები და ორსული ქალი, რომელიც გარდაიცვალა - ერთი ოჯახის წევრები არიან.

"შემოყვანილ იქნა 26 წლის 38 კვირის ორსული ქალი. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტი იყო გარდაცვლილი. როდესაც ჩატარდა ექოსკოპია, ​დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა.

ნაყოფის გარდარჩენის მიზნით, სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა," - განაცხადა ექიმმა.

დღის ამბები