19 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
აშშ უკრაინისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემას შეისყიდის - CNN ​

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის განვითარებული, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის შესახებ გამოცხადებას გეგმავს - ინფორმაციას CNN ​ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკრაინული ძალების მოთხოვნის საპასუხოდ, მიმდინარე კვირას ასევე გამოცხადდება სხვა სამხედრო დახმარების, მათ შორის, დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალისა და კონტრ-ბატარეული ბრძოლის რადარების მიწოდების შესახებაც.

დღის ამბები