5 ივლისის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. ადვოკატთა ნაწილი 7 მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაში 126-ე მუხლს ასაჩივრებს და განმარტავს, რომ 5 ივლისის აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ჯგუფურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
რაც პროკურატურა თვლის, რომ მსჯავრდებულებმა 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
მეორე ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარე მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითხოვს.