26 დეკემბერი 2024,   23:37
ვრცლად
"ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტექსტს და რა თქმა უნდა, შესაბამისად ვიმუშავებთ" - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ჩვენ ხელმოწერილი ტექსტის შესაბამისად ვიმოქმედებთ" - ამის შესახებ განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც პეკა ჰაავისტო ამბობს, მადრიდის სამიტზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციას უკავშირდება და ისაუბრეს, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. მისივე თქმით, კონკრეტულ პირებზე ან კონკრეტულ პირთა სიაზე საუბარი არ ყოფილა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, შევთანხმდით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტექსტს და რა თქმა უნდა, შესაბამისად ვიმუშავებთ. მემორანდუმში, რომელიც ჩვენ შვედეთთან, თურქეთთან და ფინეთთან ერთად გავაფორმეთ, არის გარკვეული პუნქტები, რომელიც ეხება, მაგალითად, ტერორისტულ ორგანიზაციას, ქურთების მუშათა პარტიას და როგორ შეგვიძლია გავაღრმავოთ თანამშრომლობა ამის წინააღმდეგ. არის მექანიზმები, რათა გავცვალოთ მეტი ინფორმაცია ჩვენ ქვეყნებს შორის ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით.

ასევე საუბარი იყო იარაღით ვაჭრობაზე, როდესაც ჩვენ ვიქნებით იმავე სამხედრო ალიანსის წევრები. 

ჩვენ ვიმუშავებთ აღნიშნული საკითხების შესაბამისად. მადრიდში ჩვენ არ გვქონია განხილვა ინდივიდუალურ პირებზე, ან კონკრეტულ პირთა სიაზე. ეს დოკუმენტში აღნიშნული არ არის," - აცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო.

დღის ამბები