26 დეკემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ჩვენ არ გავჩუმდებით, იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა ყველა ის ნაბიჯი და განცხადება, რასაც აკეთებენ" - გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი გეგმის შესახებ

"ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, განცხადებები გაკეთდა ოპოზიციაში, სადაც პოზიციები გარკვეულწილად განსხვავდება, თუმცა როგორც ჩანს პარტიების უმრავლესობა მმართველი გუნდის დეპოლარიზაციის გეგმის წინააღმდეგია.

"მათ ცრუ საქმეს არავინ ენდობა და რაღაც ცრუ კომისიებს, რომელსაც აქამდეც ქმნიდა და კომისიას თვითონ არ ესწრებოდა, ჩვენ მივდიოდით და საბოტაჟს თავისივე შექმნილ კომისიებს უწევდნენ, ამაში ჩვენ ნამდვილად მონაწილეობას არ მივიღებთ. რაც შეეხება მორატორიუმს, ჩვენ არ გავჩუმდებით, იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა ყველა ის ნაბიჯი და განცხადება, რასაც ისინი აკეთებენ," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ჰერმან საბო აცხადებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მოითხოვს ორივე მხარისგან ტემპერატურის დაწევასა და რიტორიკის შერბილებას.

"თუ ვინმეს წარმოუდგენია რაიმე არარევოლუციური არამედ, რაიმე კონსტრუქციული გამოსავალი ამ სიტუაციიდან, ეს გამოსავალი უპირობოდ მოითხოვს ორივე მხარისგან ტემპერატურის დაწევას, რიტორიკის შერბილებას. თუ მიზანი არის კონსენსუსი და არა უბრალოდ გეგმის დადება და ჩვენება, რომ აი ჩვენ ვმუშაობთ, მაშინ ეს პროცესი თვითონ ამ საკითხებზე მუშაობისაც, უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და ყველას ჩართულობით," - აცხადებს ჰერმან საბო.

დღის ამბები