3 ივლისის აქციის სამზადისის ფარგლებში ორგანიზატორთა და ოპოზიციონერ ლიდერთა საინფორმაციო შეხვედრები, ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება. რუსთავის ცენტრალურ პარკში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს - გიორგი ვაშაძესა და პაატა მანჯგალაძეს სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა "სტრატეგია აღმაშენებელს" წარსული გაახსენეს, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. გიორგი ვაშაძემ, მმართველი გუნდი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.