24 დეკემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირმა კომპანია META, Facebook-ზე არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელელებს.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ Facebook Marketplace-ის შეტყობინებების დაფა არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის, რის გამოც სხვა მსგავსი პლატფორმები ზარალდებიან. ჯარიმის ზუსტი ოდენობა 797,72 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროკომისიის ხანგრძლივმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ თავისი დომინანტური პოზიცია ბოროტად გამოიყენა და ანტიკონკურენტულ ქმედებებს ეწეოდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა სოციალური მედიის გიგანტი კომპანია META კონკურენციის კანონის დარღვევისთვის დააჯარიმა.

 

 

დღის ამბები