24 დეკემბერი 2024,   22:07
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული - დღეს მასშტაბური დემონსტრაციაა დაანონსებული

აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმი, საპოლიციო და სამხედრო ძალებია მობილიზებული. ადგილობრივი მედია წერს, რომ, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, დეპუტატებს მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ ე.წ. მთავრობის წევრები.

სესია 11:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებს და ადგილობრივებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საკმარისი ძალა და საშუალებები აქვთ წესრიგის უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში დემონსტრაციები პერიოდულად იმართება. 12 ნოემბერს დააკავეს ე.წ. ოპოზიციონერებიც.

დღის ამბები