საფრანგეთი - ისრაელის საფეხბურთო მატჩზე, გულშემატკივრებმა სტადიონის ტრიბუნებზე მასობრივი ჩხუბი გამართეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ფიზიკურ დაპირისპირებაში დაახლოებით 50 ადამიანი მონაწილეობდა. მათ სტადიონის დაცვის თანამშრომლები აშველებდნენ, შემდეგ კი პროცესებში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ, რის შედეგადაც დაპირისპირება მალევე განეიტრალდა.
დაპირისპირება ისრაელის ჰიმნის დროს სტვენასა და შეძახილებს მოჰყვა.
ცნობისთვის, ამსტერდამში გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, საფრანგეთში, "სტად დე ფრანსის" ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული და უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებული იყო.