26 დეკემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ვისაც უნდა ევროპა, უნდა შემოგვიერთდეს, ვინც ჩვენ არ გვიერთდება, როგორც ჩანს ევროკომისიის წინადადებებზე უარს აცხადებს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეთავაზება, რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან გუშინ გაკეთდა, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ შესრულდეს ის პრიორიტეტები, რაც ევროკომისიის მიერ დასახელდა საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭებისთვის.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი კვლავ რადიკალურ დღის წესრიგშია დარჩენილი.

"​გუშინ ჩვენ საკმაოდ დეტალური გეგმა წარმოვადგინეთ, როგორც პასუხისმგებლობის კუთხით, არის გაწერილი და გადანაწილებული, ისე დროში გრაფიკის კუთხით. შინაარსით გარკვეულწილად მთავარი კომისიის რეკომენდაციაშიც მოცემულია. დეტალებს სამუშაო ჯგუფები, რომელიც პარლამენტში შეიქმნება ამავე დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობითაც, სხვადასხვა თემების მიხედვით ისინი შეათანხმებენ და საბოლოო ჯამში, პარლამენტი წარდგენილი გრაფიკის მიხედვით საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.

ახლა საკითხი დგას ასე, ვის სურს ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას და თანხმობას. სწორედ, აქეთ მოგვიწოდეს ჩვენ, მათ შორის ევროკომისიამ, რომელიც საუბრობს დეპოლარიზაციაზე, ევროპამ, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციულ კამათს, მაგრამ ამავე დროის ამ დემოკრატიული კამათის ფარგლებში დარჩენას და თანხმობისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება.

გუშინ მოვისმინე რამდენიმე პოლიტიკოსის გამოხმაურება. სამწუხაროა, რომ კვლავ რადიკალური დღის წესრიგში არის დარჩენილი ზოგიერთი, თუმცა ვნახოთ ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ ისინი ამ პროცესს შემოუერთდნენ, რა თქმა უნდა წინაპირობა იმის რომ იყოს თანამშრომლობა, არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, პირველი პუნქტი სწორედ ეს განსაზღვრა ევროკომისიამ, რომ ეს არის დეპოლარიზაცია, შესაბამისი გარემოს პირობის და კლიმატის არსებობა, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენ ეს შეთავაზება გავაკეთეთ, ეს გახლავთ ხელისუფლების პასუხიმგებლობა, რომ ეს 12 რეკომენდაცია შესრულდეს.

ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ, ვისაც აქვს სურვილი, რომ იაროს ევროპისკენ ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს. ასეთი მცდელობა "ქართულ ოცნებას" არაერთხელ ჰქონია, რომ შეეთავაზებინა კონსტრუქციული დიალოგი, მათ შორის რიტორიკის კუთხითაც, რომ შერბილებულიყო ის მკაცრი რიტორიკა, ხანდახან აგრესიული რიტორიკაც კი, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში. ეს გახლავთ კიდევ ერთი მცდელობა, ამჯერად უკვე ევროკავშირის მოწოდების ფონზე, რომ ჩვენ ჩვენი ნაბიჯი გადავდგათ.

არჩევანი დღეს არის მარტივი, ის, ვისაც უნდა ევროპა, უნდა შემოგვიერთდეს ჩვენ ამ წამოწყებაში, ვინც ჩვენ არ გვიერთდება, თავისთავად ის ამ ევროკომისიის წინადადებებზე, როგორც ჩანს, რომ უარს აცხადებს. ამიტომ, პლატფორმა არის პარლამენტი, თემები არის განსაზღვრული, ვადები არის განსაზღვრული, ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშავოს." – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები