26 დეკემბერი 2024,   23:29
ვრცლად
როდესაც შს სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ამ ღონისძიების უსაფრთხოება - შალვა პაპუაშვილი "თბილისი პრაიდის" კვირეულზე

"თბილისი პრაიდის" კვირეულს და აქციაზე დაკავებულების საკითხს მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებს, იმისთვის, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

"მობილიზებულია შსს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დღეებია მიმდინარეობს უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა. თუ გავიხსენებთ შარშანდელ ღონისძიებებსაც, მაშინაც ყველა ღონისძიებაზე, რომელიც 5 ივლისამდე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუმცა, 5 ივლისი იყო ექსტრაორდინალური სიტუაცია, რომელსაც არავინ ელოდა. ამიტომ, ვხედავთ, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ამ ღონისძიების უსაფრთხოება,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები