26 დეკემბერი 2024,   23:36
ვრცლად
როდესაც მოწვეულთა შორის არის ვახტანგ წერეთელი, რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობითაა ცნობილი, ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე ყოფნისას მნიშვნელოვანია, მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები - შალვა პაპუაშვილი

როდესაც მოწვეულთა შორის არის ვახტანგ წერეთელი, რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობითაა ცნობილი, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ ძალადობით შემოგვივარდა, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე ყოფნისას მნიშვნელოვანია, წინასწარ მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები აღარ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არ აპირებს მსაჯულის როლის შესრულებას და აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი ფუნქცია.

"ჩვენ მოვისმინეთ ანრი ოხანაშვილის განმარტებები და მე როგორც ვაკვირდები, თავად "ტვ პირველის“ წარმომადგენლებსაც ეჭვი არ ეპარებათ ამ განმარტებებთან დაკავშირებით. ამავე დროს მოვისმინეთ ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ჩვენ ვხედავთ ისტორიას და ის, რომ ამას წინ არაფერი უძღოდა, არის ტყუილი. მე ის მიკვირს, ორი დღეა, ფაქტობრივად, მიდის ზიზღის კამპანია და არავინ დაინტერესებულა, რა იყო რეალური ისტორია და ეს არის აშკარა ტყუილი, რასაც ვახტანგ წერეთელი ჰყვება. აქედან გამომდინარე, იქამდე, ვიდრე ვახტანგ წერეთელი არ იტყვის სიმართლეს, ვიდრე ის ორგანიზაციები, რომლებიც ასე ენთუზიაზმით იყვნენ გამოსული და აფასებდნენ სხვის ქმედებებს, ასევე ენთუზიაზმით არ შეაფასებენ მის ქმედებას, რომელზეც ანრიმ ისაუბრა, რაც იყო ამ ყველაფრის წინაპირობა, მანამდე მიჭირს რაიმე კომენტარის გაკეთება.

ამავე დროს, ერთი საკითხიც არის მნიშვნელოვანი. ეს დღე იყო არა მხოლოდ აშშ-თვის, ჩვენ ასევე 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის დღეს აღვნიშნავდით და რა თქმა უნდა, ამ მხრივ რომ ჩრდილი მიადგა პროვოკაციით ამ დღეს, ესეც სამწუხაროა. მესმის ორგანიზატორების, მათი პასუხისმგებლობა არის, რომ მშვიდი გარემო იყოს სტუმრებისთვის. როდესაც მოწვეულთა შორის არის ვახტანგ წერეთელი, რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობითაა ცნობილი, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ ძალადობით შემოგვივარდა, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ღონისძიებაზე ყოფნისას მნიშვნელოვანია, წინასწარ მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები აღარ იქნება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები