15 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
"შინ ევროპისკენ"- რუსთაველის გამზირზე აქციისთვის ემზადებიან 

"შინ ევროპისკენ" ქვეყნის მთავარ გამზირზე აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილია" და "შინ ევროპისკენ" ხელისუფლების გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვენ, რომელიც ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავარ მოთხოვნებს აქციის დაწყებისთანავე გახდება ცნობილი. მათივე თქმით, სტუდენტებმა ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია და საზოგადოებას გააცნეს, თუ რას სთავაზობთ მათ ევროკავშირი. 

"ყველა აცნობიერებს, თუ სად არის ახლა ჩვენი ქვეყნა, რომ ვკარგავთ სახელმწიფოს და ვკარგავთ ყველაზე  მნიშვნელოვანს, ჩვენს ევროპულ გზას და ჩვენს კეთილდღეობას. შესაბამისად ხალხის რაოდენობა იქნება უცვლელი,  ჩვენი ისტორიული გზა უნდა დავიცვათ და ავიღოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა,"-აცხადებს აქციის მონაწილე ანა ჭარხალაშვილი.

დღის ამბები