15 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
რეკომენდაციაში არსად წერია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" თანამდებობები უნდა მისცე - ზარქუას პასუხი არასამთავრობოების ალტერნატიულ გეგმაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიულ გეგმას აფასებენ მმართველ გუნდში. ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში პოლიტიკური თანამდებობების გადანაწილების შესახებ საუბარი არ არის. რაც შეეხება მესამე სექტორის მიერ შეთავაზებულ სხვა პუნქტებს - მისი თქმით, ამ რეკომენდაციებზე მუშაობა ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს.

"რეკომენდაციაში არსად არ წერია რომ "ნაციონალურ მოძრაობას" თანამდებობები უნდა მისცე და ხედავთ? - ახლა უკვე თანამდებობებიც მოუნდათ. სასამართლოს რეფორმა წერია და ამას ვასრულებთ, კომისიაა შექმნილი, მათ შორის პროკურატურის მიმართულებით, მათ შორის საარჩევნო მიმართულებით, ამას ისედაც ვაკეთებთ. განსხვავება რა არის მიშელის დოკუმენტში, ეს არის თანამდებობები. თანამდებობები მოუნდათ და ამიტომ უნდა ჩამოაგდონ მთავრობა? კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი პირადი ინტერესებია, არანაირი საქართველოს ინტერესები, პირადი ინტერესები, სააკაშვილის გათავისუფლება, გვარამიას გათავისუფლება - კრიმინალების, ეს არ გამოვა, ბოდიშის მოხდით, ეს არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონებით, კეთილი ინებონ და ამ კანონებს დაემორჩილონ," - ამბობს ზარქუა.

მესამე სექტორი "ქართულ ოცნებას" ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ალტერნატიულ გეგმას სთავაზობს. პოლიტიკური პოლარიზაცია - პირველი პუნქტის შესრულებისთვის, მესამე სექტორს აუცილებლად მიაჩნია შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება.

მათი განცხადებით, პარლამენტში უნდა მოხდეს ძალთა გადანაწილება და დაბალანსება: კერძოდ, 5 კომიტეტს ოპოზიცია უნდა თავმჯდომარეობდეს.

დღის ამბები