15 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"ის ხელმოცარულები "ნაცმოძრაობიდან", რომლებიც დღეს საზოგადოებას აქციაზე ეპატიჟებიან, დარჩებიან ხელმოცარულად" - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომელზეც ხელისუფლებასთან ერთად ის ხალხიც იმუშავებს, "ვინც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს". ზარქუას თქმით, გეგმა არა წლის ბოლომდე, არამედ, უფრო ადრეც უნდა შესრულდეს. 

"ირაკლი კობახიძემ კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიმუშავებთ, მათ შორის, ჩართულები იქნებიან საპარლამენტო ოპოზიცია, ვინც ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ფიქრობს და ნამდვილად ბევრია ვინც ამაზე ფიქრობს - პარტიები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ექსპერტები, ყველა ჩავერთვებით, რომ, წლის ბოლომდე კი არა, მანამდეც - რეფორმები ბოლომდე მივიყვანოთ და პირნათლად წარვდგეთ ევროკომისიის წინაშე.

მე დარწმუნებული ვარ ევროკომისია ჩვენ მოგვანიჭებს ამ სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან ეს გაკეთებული იქნება თავიდან ბოლომდე. ჩვენ ისედაც, ევროპასთან და ბრიუსელთან გვქონდა მემორანდუმი, სადაც აღბეჭდილი იყო გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 70%, ისედაც პროცესში ვართ, ამას ისედაც ვასრულებდით. აქედან გამომდინარე, ის ხელმოცარულები "ნაციონალური მოძრაობიდან" , რომლებიც დღეს საზოგადოებას ეპატიჟებიან - ისევ დარჩებიან ხელმოცარულად, როგორც აქამდე არაერთი აქცია გვინახავს," - განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები