08 დეკემბერი 2024,   23:15
ვრცლად
"დააყენეთ პირობა, გამოუშვან სააკაშვილი, მერე ილაპარაკეთ ევროპაზე!" - აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება იყო

აქციის მონაწილეთა ნაწილი ხმის გამაძლიერებლების საშუალებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა. ისინი სკანდირებდნენ მის სახელს "მიშა, მიშა" და ორგანიზატორებისგან მოითხოვდნენ, დაეყენებინათ პირობად ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საკითხი. 

"სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული! დააყენეთ პირობა, გამოუშვან მიხეილ სააკაშვილი, მერე ილაპარაკეთ ევროპაზე," - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. 

მათ განცხადებებს მცირე დაპირისპირება მოჰყვა, აქციის მონაწილეებმა პირებს, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ, მოსთხოვეს, ტერიტორია დაეტოვებინათ და მათთვის ხელი არ შეეშალა.

დღის ამბები