აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქტივისტებმა შენობის სამოქალაქო შესასვლელი დატოვეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეისთვის სხვა აქცია არ იგეგმება, თუმცა საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება დასახული მიზნის მიღწევამდე.
"ეს იქნება 2 საათზე, 4-ზე თუ 6-ზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვფიქრობთ, რომ რაც მეტი ადამიანი იხმაურებს და რაც მეტი ადამიანის ხმას გაიგებს თვითონ ივანიშვილი, მით უფრო სწრაფად მოხსნის ღარიბაშვილს და მის მთავრობას და უფრო სწრაფად დაიწყება ჩვენი ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნება.
დღევანდელი ღონისძიების დასრულების მერე დავსხდებით და შემდეგი ღონისძიების თარიღიც დაიდება და შემდეგი გეგმები უნდა გაგაცნოთ. ამიტომ ერთი რისი თქმაც შემიძლია, რომ პროტესტი არ შეწყდება და პროტესტი იქნება მშვიდობიანი," - აცხადებს "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, მოძრაობა "შინ ევროპისკენ" აქციის მთავარ მოთხოვნას პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომა წარმოადგენდა. აქციის მონაწილეების თქმით, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებშია შესაძლებელი