15 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
დღითიდღე ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც თანაუგრძნობს აქციის ორგანიზატორებს, საზოგადოებამ დაინახა, რომ რეალურად, ამის უკან ენმ დგას ​- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გუშინ საზოგადოებამ დაინახა, რომ რეალურად, აქციის უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას. 

მისი თქმით, დღითი დღე სულ უფრო ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც აქციის ორგანიზატორებს თანაუგრძნობს.

"დღითიდღე ნაკლები და ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც თანაუგრძნობს აქციის ორგანიზატორებს, ვინაიდან აშკარად ჩანს, რომ თავიდან გაცხადებულმა დებულებამ, თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრობა, ყოველგვარი რესურსი ამოწურა. საზოგადოებამ აშკარად დაინახა, რომ რეალურად, ამის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და ადამიანები, რომლებიც განწყობილი არიან დაუოკებელი წყურვილით, ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ გარკვეული დესტრუქციული სქემების გათამაშებით, თამაშის თამაშით.

დაიწყეს საუბარი გარკვეული დესტრუქციული გეგმების განხორციელებაზე. არავინ მისცეს თავს უფლება, კანონზე მაღლა დადგეს და შეეცადოს, რომ არაკანონიერი და არაკეთილსინდისიერი გზებით ეძებოს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება," - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები