რუსეთში, 68 წლის პედიატრი რუსული არმიის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთების ბრალდებით დააკავეს და 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ექიმს პაციენტის დედამ უჩივლა, რომელიც უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცის ქვრივია. ქალი ამტკიცებს, რომ ექიმი რუსული არმიის შესახებ ნეგატიურ განცხადებებს აკეთებდა და ამბობდა, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში ლეგიტიმური სამიზნეები არიან.
თავის მხრივ, ბრალდებას ექიმი უარყოფს. მან მედიას განუცხადა, რომ საერთოდ არ იცის, რისთვის დააკავეს და რა ხდება მის თავს.
ამასთან, არ არსებობს არც ვიდეო და არც აუდიო მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმი მსგავს კომენტარებს აკეთებდა, თუმცა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მაინც გამოიტანა.